ტესტირების წესები, მოთხოვნები:
არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ასაკის, საცხოვრებელი ადგილისა და განათლების დონის შესახებ – ყველას, ვინც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, შეუძლია გაიაროს სასერთიფიკატო გამოცდები.
გამოცდის გადადება და გაუქმება:
- საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის გაუქმება ან გადადება შესაძლებელია.
- ამისათვის თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ტესტირების ცენტრის ადმინისტრატორს არა უგვიანეს 24 საათისა გამოცდის დაწყებამდე.
გამოცდის წესები :
- გამოცდის დღეს კანდიდატი უნდა გამოცხადდეს ტეტირების ცენტრში გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ორი პირადობის დამადასტურებელი საბუთით(მაგალითად, პირადობის მოწმობა+მართვის მოწმობა) ასევე უნდა იქონიოს თან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ტესტირება მიმდინარეობს დახურულ ოთახში. ტესტირების დროს კანდიდატს მუდმივად აკონტროლებს ვიდეო კამერა.
- გამოცდის განმავლობაში, კანდიდატის პირადი ნივთები (მაჯის საათი, მობილური ტელეფონი, ჩანთა, ზურგჩანთა და ა.შ) ინახება სპეციალურად დანიშნულ ადგილას, ჩაკეტილ კარადაში ან უჯრაში.
- ყველა ტესტი დროში შეზღუდულია.
- კანდიდატის მიერ უპასუხოდ დატოვებული კითხვები ითვლება არასწორ პასუხად.
- გამოცდის დროს შესვენება არარის რეკომენდირებული და დროის ათვლა არ წყდება, თუ კანდიდატი დროებით დატოვებს სამუშაო ადგილს.
- ტესტის დასრულების შემდეგ, კანდიდატი მიიღებს ამობეჭდილ ტესტირების შედეგებს.
- აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში მცხოვრები კანდიდატებისთვის, ტესტების ინგლისურენოვანი ვერსიების ჩაბარების შემთხვევაში, ავტომატურად ემატება 15-30 წუთი.
- ტესტირების დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ და დაეთანხმოთ, ე.წ “VUE Candidate Rules Checklist”.
გამოცდის ჩაბარების პროცესში კანდიდატს უფლება აქვს:
- მიიღოს პასუხები შეკითხვებზე ტესტის პროცედურის შესახებ, ტესტირების დაწყებამდე და მის შემდეგაც.
- დაუკავშირდეს ტესტირების ცენტრის ადმინისტრატორს, თუ შეექმნა პრობლემა აპარატურასთან ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან
- მიიღოს ადმინისტრატორისგან ფურცელი (1 ც.) და მარკერი (1 ც.) (თუ ეს გათვალისწინებულია კონკრეტული ვენდორის მიერ)
გამოცდის ჩაბარების პროცესში კანდიდატი ვალდებულია:
- ტესტის ჩაბარებამდე, დატოვეს ჩანთები და სხვა პირადი ნივთები ადმინისტრატორის მიერ მითითებულ ადგილას.
- გამორთოს მობილური ტელეფონი ტესტირების დროს.
- დაიკავოს ადმინისტრატორის მიერ მითითებული ადგილი
- ტესტის განმავლობაში დარჩეს ტესტირების ოთახში.