კონსულტაციის მიღება
Training Center MUKსერტიფიცირებასერტიფიცირება ITIL

Proctored Exams ITIL by PeopleCert

მიმართვა
გამოცდის შესახებ

Proctored Exams ITIL by PeopleCert 

2018 წლის 1 იანვრიდან PeopleCert გახდა ერთადერთი AXELOS-ის მიერ აკრედიტირებული საგამოცდო ინსტიტუტი.
აქედან გამომდინარე, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა XELOS-ITIL, RESILIA, PRINCE2, PRINCE2 Agile, MoR, P3O, MSP, MoV ან MoP სერტიფიკაციის მისაღებად შესაბამისი გამოცდები შესაძლებელია ჩააბარდეს მხოლოდ PeopleCert–ის მეშვეობით.
MUK Training Center სერტიფიცირებულია HPE–სთან პარტნიორობის ფარგლებში, როგორც ავტორიზებული კურსების, ასევე ITIL სერტიფიკაციის უზრუნველსაყოფად, რაც იძლევა მის ბაზაზე ITIL გამოცდების ორგანიზების უფლებას, უფლებამოსილი პროქტორის ხელმძღვანელობით.
საჭიროების შემთხვევაში, გამოცდა შეიძლება გაუქმდეს ან გადაიდოს.
შაბათი და კვირა არის დასვენების დღეები, ამიტომ ორშაბათს დაგეგმილი გამოცდების გადადების ან გაუქმების შესახებ უნდა აცნობოთ პროქტორს ხუთშაბათს არაუგვიანეს 16:00 საათისა.
თუ გამოცდის გადადების ან გაუქმების შესახებ განაცხადის წარდგენის ზემოაღნიშნული ვადები არ არის დაცული, ტესტირების ცენტრი არ იძლევა გარანტიას ამ ოპერაციების წარმატებისთვის და წარუმატებლობის შემთხვევაში, ყველა ხარჯი ეკისრება კანდიდატს.

ITIL სერტიფიკაციის სქემა

ITIL სასერთიფიკატო სქემა 

ITIL სასერთიფიკატო სქემა წარმოადგენს მოდულურ მიდგომას და კრედიტების სისტემას, რომელთა სხვადასხვა რაოდენობა სხვადასხვა კვალიფიკაციას ენიჭება.
თითოეული წარმატებით ჩაბარებული გამოცდისთვის კანდიდატს ენიჭება ქულები (2დან 5მდე).
ITIL
სქემაში არსებობს ხუთი სერტიფიცირების დონე:

Foundation Level 
1

    საბაზისო დონის მისაღებად თქვენ უნდა გაიაროთ ტესტი, ტესტი მოიცავს 40 კითხვას.
    გამოცდის ჩასაბარებლად წინაპირობა არ არსებობს. იგი ამოწმებს ITIL–ით მომსახურების სასიცოცხლო ციკლის მენეჯმენტთან დაკავშირებული ძირითადი ელემენტების, ცნებებისა და ტერმინოლოგიის ცოდნას.

2 ქულა
ITIL Foundation გამოცდის წარმატების ჩაბარების შემდეგ კანდიდატს ენიჭება 2 ქულა (კრედიტი).
Practitioner Level
2

Practitioner Level -ეს არის ახალი კვალიფიკაცია ITIL სქემაში. იგი ავსებს და არ ცვლის არცერთ არსებულ ITIL კვალიფიკაციას. ახალი ITIL Practitioner გამოცდა უკვე ხელმისაწვდომია. ეს მოდული გთავაზობთ პრაქტიკულ მითითებებს, თუ როგორ უნდა მიიღოთ და მოირგოთ ITIL თქვენს ორგანიზაციაში. მოდული განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, რომლებმაც უკვე ისწავლეს IT მომსახურების მენეჯმენტის საფუძვლები და ესმით კარგად შემუშავებული და მიწოდებული სერვისების მნიშვნელობა. 

 

3 ქულა 
ITIL Practitioner წარმატებულ გამოცდას ენიჭება 3 ქულა 
ITIL Intermediate Level
3

ამ სასერთიფიკატო გამოცდებზე გასასვლელად, კანდიდატების უნდა ჰქონდეთ ITIL Foundation წარმატებულად ჩაბარებული გამოცდა.
ამ სერტიფიკაციის დონის მოდულები იყოფა ორ კატეგორიად-Service Lifecycle და Service Capability. მსურველებს შეუძლიათ კონცენტრირება მოახდინონ მოდულების ერთი ნაკრების შესწავლაზე ან ორივეზე, მენეჯმენტისა და ტექნიკური ცოდნის შერწყმის მიზნით.
Service Lifecycle ფოკუსირებულია პროცესების შესწავლაზე სასიცოცხლო ციკლის მართვის კონტექსტში.
მოიცავს 5 მოდულს (კურსები და შესაბამისი გამოცდების ჩაბარება):
Service Strategy
Service Design
Service Transition
Service Operation
Continual Service Improvement

3 ქულა
Lifecycle  ჯგუფის თითოეული გამოცდისთვის კანდიდატს ენიჭება  3 ქულა (კრედიტი). 

ყურადღება გამახვილებულია IT მომსახურების მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლაზე კონკრეტულ საგნებში. მოიცავს 4 მოდულს,თითოეულს შეესაბამება გამოცდა და კურსი:
Operational Support and Analysis
Service Offerings and Agreements
Release Control and Validation
Planning Protection and Optimization

4 ქულა
Capability- ს თითოეული გამოცდისთვის გაიცემა 4 ქულა (კრედიტი).
ITIL Expert Level
4

ITIL Expert Level 

ექსპერტი. აღნიშნული დონის მისაღწევად, კანდიდატებმა უნდა შეავსონ 22 კრედიტი საბაზო, შუალედურ და MALC გამოცდებზე.
Managing Across the Lifecycle (MALC)- ეს მოდული მდებარეობს Intermediate და Expert დონეს შორის.
MALC გამოცდა ადასტურებს კანდიდატის გაგებას მომსახურების ციკლის მართვის პრინციპებისა და ITSM პროცესებისა და ფუნქციების ინტეგრირების შესახებ ერთიან მართვის სისტემაში.
გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს 17 მიღებული კრედიტი (ქულა).

5 ქულას
MALC გამოცდა არის ექსპერტი დონის ბოლო მოთხოვნა. კანდიდატი, რომელიც მას ჩააბარებს, იღებს 5 ქულას და ჯამში 22 ქულა აქვს ექსპერტის სტატუსის მისაღებად.
ITIL Master Leve
5

ITIL Master Level – ITIL Master Level-ეს კვალიფიკაცია ამოწმებს თქვენს შესაძლებლობებს ITIL პრინციპების, მეთოდებისა და პრაქტიკის გამოყენებაში.
ITIL სამაგისტრო კვალიფიკაციის მისაღებად, თქვენ უნდა განმარტოთ და დაასაბუთოთ, თუ როგორ ირჩევთ და იყენებთ პრინციპების, ცოდნის, მეთოდებისა და ტექნიკის კომპლექსს ITIL და მენეჯმენტის მხარდაჭერის პრაქტიკას, სასურველი ბიზნესის შედეგების მისაღწევად, ერთი ან მეტი პრაქტიკული პრობლემის გადაჭრით.
Foundation შუალედური და MALC ყველა გამოცდისთვის არსებობს მოსამზადებელი კურსები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის გამოცდის პირველივე ცდაზე ჩაბარების შანსებს. 

 

Intermediate დონეზე გამოცდების ჩასაბარებლად გაიარეთ შესაბამისი ა ვტორიზებული ტრენინგი MUK Training Center -ში.   

Foundation  შუალედური და MALC ყველა გამოცდისთვის არსებობს მოსამზადებელი კურსები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის გამოცდაზე პირველივე ცდაზე ჩაბარების შანსებს. 

ტესტირების წესები
ტესტირების წესები

ავტორიზებული პროქტორის მიერ ჩატარებული ITIL გამოცდების ტესტირების წესები მსგავსია PEARSON VUE–  ტესტირების წესებთან. დეტალები  შეგიძლიათ ხილოთ აქ

გამოცდის შემდეგ
გამოცდის შემდეგ

გამოცდის ჩაბარების შემდეგ, წინასწარი შედეგი გამოჩნდება ეკრანზე, საბოლოო შედეგი PEOPLECERT შემოწმების შემდეგ ეგზავნება გამოცდის მონაწილეს გამოცდის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში ელ.მისამართზე.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეს შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს სერტიფიკატი თავისი აქაუნტიდან PEOPLECERT ვებსაიტზე.

კონსულტაციის მიღება
Свяжитесь со мной
კონსულტაციის მიღება
Отправить заявку
რეგისტრაცია ვებინარზე
Отправить заявку
თქვენი განაცხადი მიღებულია!
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.